ჯონი დეპისა და ვანესა პარადის 18 წლის ვაჟი, ჯეკი საზოგადოების წინაშე იშვიათად ჩნდება. ცოტა ხნის წინ, პაპარაცებმა ის პარიზის ქუჩებში, 20 წლის შეყვარებულთან, კამილა იანსენთან ერთად დააფიქსირეს.
ჯეკი და კამილა ერთმანეთს უკვე კარგა ხანია ხვდებიან. პირველად წყვილი ერთად გასული წლის აპრილში, ლოს-ანჯელესის ქუჩებში დააფიქსირეს.
რაც შეეხება ჯეკ დეპის შეყვარებულს, ვანესა დამწყები ფოტომოდელია, ის ხშირად ავრცელებს ფოტოებს, სადაც ნახევრად შიშველია. იანსენი ისლანდიური ჟურნალის, L’Officiel გარეკანზეც მოხვდა.