LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასეთი ტკივილით მსახიობი არ უნდა გაუშვა იმქვეყნად” – ბერიკაშვილს გარდაცვალებამდე ხელფასი გაუნახევრეს

119

გივი ბერიკაშვილს გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე ხელფასი გაუნახევრეს. ინგა გრგოლიას გადაცემა “რეაქციაში” მსახიობმა თამარ სხირტლაძემ განაცხადა, რომ ამის გამო ბერიკაშვილი ძალიან ნერვიულობდა.

“ასეთი დიდი ტკივილით მსახიობი არ უნდა გაუშვა იმქვეყნად. ჩვენ ძალიან ახლობლები ვართ, ოჯახშიც კი, რაც მოხდებოდა სასიხარულო თუ სამწუხარო, მიყვებოდა, ახლოსაც ვცხოვრობთ და…

მაშინაც მოვიდა ჩემთან და მითხრა, ხელფასი მომიჭრესო, მე იმას ვტირი ზურას რა ვუყოო, ზურა იღებდა ამასო (მისი შვილი),  მოკვდება ალბათ, მშიერი, მას ჰქონდა სახელფასო ბარათი და ის იღებდა ჩემს ხელფასსო.

ერთი კი წამომცდა და ამისთვის ბოდიშს ვუხდი გივის – საკუთარ თავზე უნდა გამოსცადო, რომ მიხვდე სხვების ტკივილს მეთქი, ჩემთან დაკავშირებით ვუთხარი.

ძალიან განიცადა,  ეს იყო გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე.

მარტო ფულში არ არის საქმე. რატომ უნდა წასულიყო გივი ბერიკაშვილი ტკივილით, ასეთი დიდი სიყვარულით სარგებლობდა, რატომ უნდა ტკენოდა გული და ისე რატომ უნდა წასულიყო”, – განაცხადა თამარ სხირტლაძემ.

თეატრის მსახიობებს ხელფასები რამდენიმე კვირის წინ შეუმცირეს, პროტესტის ნიშნად ნოდარ მგალობლიშვილმა თეატრი დატოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g