LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო გაიხსნა

250
100675251-3792863140788025-1373731257967443968-o

გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო – ,,ეკო ჯორჯიაგაიხსნა. აღნიშნული საწარმო ბიოდეგრადირებად პარკებს და მისთვის საჭირო ნედლეულსაც ამზადებს.

,,ეკო ჯორჯია” სახელმწიფო პროგრამის – ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ამოქმედდა და შესაბამისი ვალდებულებების სანაცვლოდ, გორში მდებარე მიწის ნაკვეთი და 3355 კვ.მ. შენობა-ნაგებობა სიმბოლურ ფასად -1 ლარად გადაეცა.

,,ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველები, ვინც საქართველოში შემოიტანა ის ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებას. საექსპერიმენტო-სატესტო წარმოება უკვე დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ ვამზადებთ ასევე გრანულებს, რომლისგანაც მიიღება ფირი და ამ ფირისგან მზადდება ბიოდეგრადირებადი პარკები. საწარმო თვეში დაახლოებით 50 ტონა პარკს აწარმოებს და იგეგმება მასშტაბების გაზრდა. საქართველოში თვეში დაახლოებით 500-დან 700 ტონამდეა მოხმარება, ამიტომ, იგეგმება დანადგარების დამატება, ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება და ექსპორტზე გატანაც. შესაბამისად, გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც. ამჟამად 25 პირია დასაქმებული და ვვარაუდობთ, რომ 2021 წლისთვის 100-მდე ადამიანი იქნება ჩვენს საწარმოში დასაქმებული“, – განაცხადა ,,ეკო ჯორჯიას“ დირექტორმა გოჩა ყარყარაშვილმა.

საწარმოს საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით 3 მილიონ ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g