LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ-ამერიკულმა რეპროდუქციულმა კლინიკამ „რეპროარტი“ მუშაობა განაახლა

247
36564854-986043351558292-5422047060423606272-o

ქართულამერიკულმა რეპროდუქციულმა კლინიკამ „რეპროარტი“ დღეიდან მუშაობა განაახლა.

„1 ივნისიდან, ჩვენს კლინიკაში ჩვეულ რეჟიმში, გულითადად გელით. ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად, აუცილებელია, წინასწარ ჩაეწერო. კლინიკაში შენი უსაფრთხო სტუმრობისათვის კი, ყველა საჭირო ნორმა დაცულია “- აცხადებენ „რეპროარტში“.

მათივე ინფორმაციით, კლინიკის სამუშაო გრაფიკი ასეთია:

თბილისი: ორშაბათი – პარასკევი 09:30-17:30; შაბათი 09:30-15:00;

ქუთაისი: ორშაბათი – პარასკევი 09:30-17:30;

ბათუმი: ორშაბათი – პარასკევი 09:30-17:30.

„რეპროარტის“ შესახებ:

ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტი“ 2012 წლის ივლისში გაიხსნა. „რეპროარტის“ ძირითადი საქმიანობა ყველა ტიპის უშვილობის კვლევასა და მკურნალობას მოიცავს, რომელთა შორის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება „ინ ვიტრო“ განაყოფიერების მეთოდით მკურნალობაა.  კლინიკა მოიცავს ქალის და მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა ასპექტს.

„რეპროარტის“ დამფუძნებელი და დირექტორია ემბრიოლოგი ლიკა ჭყონია, რომელსაც საქართველოში ამ სფეროში მუშაობის 30 წლიანი,  ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკებში მუშაობის  8-წლიანი გამოცდილება აქვს. „რეპროარტის“ კლინიკური ნაწილის სამეცნიერო ხელმძღვანელი არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ემბიოლოგიის ლაბორატორიის დირექტორის მოადგილე, დევიდ მაკკალა (Ph.D./H.C.L.D./C.C). დოქტორი მაკკალა ინ ვიტრო განაყოფიერების სფეროში 1983 წლიდან მუშაობს და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, წიგნის და მონოგრაფიის ავტორია.

2014 წლის პირველი თებერვლიდან გაიხსნა კლინიკის ქუთაისის ფილიალი, სადაც დასავლეთ საქართველოს პაციენტებს, ნაკლები დროისა და ფინანსური დანახარჯების პირობებში, იგივე მომსახურების მიღება შეუძლიათ, რაც თბილისში.

2014 წლის 15 სექტემბრიდან კი ბათუმში გაიხსნა ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა „რეპროარტი -ბათუმი“, სადაც კლინიკის ყველა სერვისია ხელმისაწვდომი. ბათუმის „რეპროარტში“ ყველა ის ტექნოლოგია გამოიყენება, რაც თბილისსა და მსოფლიოს წამყვან რეპროდუქციულ ცენტრებში არის დანერგილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g