18 წლის ბილი აილიში საზოგადოების ყურადღების ცენტრში გამუდმებით ექცევა. სულ ცოტა ხნის წინ, ვარსკვლავმა „ბოდიშეიმინგის“ წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად გაიხადა.
ამჯერად მომღერალი ჟურნალი GQ-ს გარეკანზე მოხვდა და ობიექტივის წინაშე საინტერესო „ლუქებით“ პოზირებდა.
სულ ცოტა ხნის წინ კი აილიში ლოს-ანჯელესის ქუჩებში შენიშნეს. ვარსკვლავი ძაღლს ასეირნებდა, როგორც ყოველთვის, მისი ჩაცმის სტილი საინტერესო იყო. არტისტმა ხაკისფერი, თავისუფალი სტილის მაისური, ამავე ფერის შორტები და სპორტული ფეხსაცმელი მოირგო, პირბადის ნაცვლად კი მწვანე ბენდენა ეკეთა.