LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ინფიცირებულებიდან ერთი სამედიცინო პერსონალია – მარინა ეზუგბაია

128
Capture

“ინფიცირებული მედპერსონალის წარმომადგენელი ჩვენი ცენტრიდან არ არის”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, დანარჩენი სამი შემთხვევიდან ერთი ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ორი კი შემოტანილი შემთხვევაა.

“ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კოვიდ ცენტრებში 119 პაციენტი მკურნალობს. 4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთის ინფიცირების წყარო ე.წ. საბურთალოს კლასტერია, მას ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. ორი შემთხვევა არის შემოტანილი, იმპორტირებული, ხოლო 1 გახლავთ სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი. მინდა დაგიდასტუროთ, რომ ეს სამედიცინო პერსონალი არ არის ჩვენი ცენტრიდან და არ არის ჩემთვის ცნობილი რომელი სამედიცინო დაწესებულებიდანაა. 30 იანვრიდან დღემდე, ანუ უკვე 5 თვეა, ჩვენ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გვქონია”, – აცხადებს ეზუგბაია.

მარინა ეზუგბაიამ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა. ინფექციონისტი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში 1 მძიმე პაციენტი მკურნალობს, რომლის მდგომარეობაც გაუმჯობესებულია.

“ამ ეტაპზე ჩვენს ცენტრში 43 დადასტურებული შემთხვევაა, გუშინ მივიღეთ სამი ახალი. პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. გვყავს კვლავ 1 მძიმე პაციენტი, რომლის მდგომარეობა სტაბილურია, დინამიურად გვაქვს გაუმჯობესება და ალბათ მომდევნო დღეებში დატოვებს მძიმეთა სიას, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია”, – აცხადებს ეზუგბაია.

მარინა ეზუგბაიამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ შემოდგომაზე კორონავირუსის მეორე ტალღაა მოსალოდნელი. მისი თქმით, საზოგადოება თავდაცვის მუდმივ რეჟიმში უნდა იყოს და კორონავირუსთან ერთად ცხოვრების გაგრძელება უნდა შეძლოს.

შეგახსენებთ, უახლესი მონაცემებით საქართველო “კოვიდ 19”-ის შემთხვევები და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც 4-ით გაიზარდა. 

magti 5g