LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრძოლა ძეგლებთან: მოძალადეებმა “რასისტი” კოლუმბის ძეგლი ტბაში ჩააგდეს

189
კოლუმბ

აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებმა ქრისტეფორე კოლუმბის ძეგლი ჩამოაგდეს.

მოძალადეების მტკიცებით, კოლუმბი ძალადობის სიმბოლოა. მათი განცხადებით, სწორედ კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენას მოჰყვა ინდიელთა გენოციდი.

აქციის მონაწილეები მშვიდობიან დემონსტრაციაზე ერთ-ერთ პარკში შეიკრიბნენ. სამი თოკის საშუალებით მათ 2.5-მეტრიანი ძეგლი ჩამოაგდეს, შემდეგ კი ტბაში გადაადგეს.

კოლუმბი

ძეგლის ადგილზე დემონსტრანტებმა განათავსეს წარწერა: „კოლუმბი წარმოადგენს რასიზმს“.

კოლუმბის ძეგლი ერთადერთი არაა, რომელიც ბოლო დროს რასიმში დაადანაშაულეს.

მომიტინგეები რიჩმონდში კიდევ ერთი ძეგლის, აშშ-ის სამოქალაქო ომში კონფედერაციული შტატების გენერლის, რობერტ ლის ქანდაკების მოხსნას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ ძეგლის აღება დაბლოკა.

ძეგლების წინააღმდეგ ბრძოლა ევროპაშიც მიმდინარეობს.

ბელგიის ქალაქ ანტვერპენის ხელისუფლებამ რასიზმთან ბრძოლის ფარგლებში მეფე ლეოპოლდ II-ის (1835-1909) ძეგლი ჩამოაგდეს.

ბელგიის მოსახლეობის ნაწილი ლეოპოლდ II-ის ძეგლების დემონტაჟს აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ფონზე ითხოვდა. ძეგლს რამდენჯერმე ვანდალები დაესხნენ თავს, საღებავები ესროლეს და ცეცხლი წაუკიდეს. ქალაქის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მეფის ძეგლი მუზეუმში განთავსდება.

მეფე ლეოპოლდ II

აშშ-ში და შემდეგ უკვე ევროპაში მასობრივი აქციები 25 მაისის შემდეგ ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და რასიზმის გაპროტესტების მოტივით დაიწყო, თუმცა აქციები უმეტესად ძალადობრივია. დემონსტრანტები წვავენ ავტომობილებს, ამტვრევენ ვიტრინებს, იტაცებენ ტელეფონებსა და ძვირფას საათებს. მხოლოდ აშშ-ში ბოლო 2 კვირაში ძალადობის ბრალდებით 10 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g