გასულ უქმეებზე, 23 წლის ბელა ჰადიდი და 23 წლის ჰეილი ბოლდუინი პირადი თვითმფრინავით სარდინიის კუნძულებზე გადაფრინდნენ, შემდეგ კი დიდი დრო იახტაზე გატარეს.
მოდელები მაშინ დააფიქსირეს, როდესაც მათ ზედმეტად გულახდილი საცურაო კოსტიუმები მოირგეს. გოგონები მთელი დღის განმავლობაში ხან ირჯებოდნენ, ხანაც ჩრდილში კოქტეილებს მიირთმევდნენ.
ბელას „ინამორატას“ ფირმის, 120 ევროიანი, ჭრელი ბიკინი ამშვენებდა, ჰეილიმ კი არჩევანი ვეფხვის პრინტიან საცურაო კოსტიუმზე შეაჩერა. ორივე ვარსკვლავის „ლუქი“ საკმაოდ გულახდილი და პიკანტური იყო, გოგონები შესანიშნავად გამოიყურებოდნენ.