LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან

115
1396804921786437

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები მათ მიერვე შერჩეულ უმაღლეს სასწავლებლებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან, სწავლის საფასურს სახელმწიფო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სახელმწიფო დააფინანსებს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დევნილ პირებს, რომლებიც ვერ დარეგისტრირდებიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ან აღნიშნულ გამოცდებზე დარეგისტრირების მიუხედავად ვერ მოიპოვებენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას, შესაძლებლობა აქვთ ჩაირიცხონ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და ასვე მიიღონ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობა.

„ზემოაღნიშნული პირობების გათვალისწინებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან და სახელმწიფო სასწავლო გრანტს მოიპოვებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. აღნიშნული პირობებით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების მსურველთა რეგისტრაციას უზრუნველყოფენ ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო“ – წერია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცახდებაში.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები საქართველოში დღეს დაიწყო და პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. შეფასებისა და ეროვნული საგამოცდო ცენტის ხელმძღვანელის განმარტებით, პროცესი მშვიდ ვითარებაში ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს. სოფიო გორგოძის ინფორმაციით, გამოცდაზე დასწრების მაჩვენებილი 93%-ია, არ გამოცხადდა 2, ხოლო 2 ტემპერატურის მაღალი მაჩვენებლის გამო გამოცდაზე არ დაიშვა.

mazda magti 5g