LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება, 3-ის წყარო უცნობია“ – მარინა ეზუგბაია

118
marin

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 19 ახალი შემთხვევიდან 8 ლილოს ბაზრობას უკავშირდება, 5 გაჩიანიდან არის, 2 იმპორტირებულია, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, სამ შემთხვევაში კი ინფიცირების წყაროს მოკვლევა მიმდინარეობს.

როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კოვიდცენტრებში სულ 214 პაციენტი მკურნალობს.

„8 შემთხვევა არის ლილოს ბაზრობიდან, 5 გაჩიანიდან, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, ერთ-ერთი აქედან არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი, 1 სამედიცინო პერსონალია და სამ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.

საქართველოში კორონავირუსის 19 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1104-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 1-ით გაიზარდა და 912-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g