LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იცით, ვინ არის ეს” – ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილის მიერ შესრულებული “საქართველოო, ლამაზო“

1754
BeFunky-collage (10)

“საქართველოში ყოველთვის იმღერებენ ამ ასაკის შვილები და იცით, ვინ არის ეს – ეს არის გიორგი ანწუხელიძის შვილი და მისი მეგობრები ყოველთვის  გააგონებენ ხმას მცოცავ ოკუპაციას, დღეს გიორგი ანწუხელიძის შვილი იმღერებს საქართველოზე”- ასე მოიწვია მომღერალმა თამარ ჭოხონელიძემ “მთავარი არხის” დილის გადაცემაში საქართველოს ეროვნული გმირის შვილი, რომელმაც „საქართველოო ლამაზო, სხვა საქართველო სად არის“ შეასრულა.

 

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4-ე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში, რუსმა და ოსმა სამხედროებმა ცხინვალში წამებით მოკლეს.

აგრესიას შეწირული ქართველი სამხედროები – გმირებზე ისტორიებს “ფორტუნასთან” ყვებიან

ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა. მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები კი ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა. გარდაცვალების შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g