LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ნადირაძე: „ასეთი ნორჩი არსება ნინა ბებოდ გამხადეს!“

1008
ninonadiradzenewsgst

ნინო ნადირაძე ახლახან ბებია გახდა. მისმა ქალიშვილმა, ბაიამ იმშობიარა და გააჩინა ბიჭი, რომელსაც სანი დაარქვეს.

ნინო ნადირაძემ ემოციები „სარკეს“ გაუზიარა:

„მე არ ვარ ბებია, მე ვარ ბაბუის ცოლი. ჯერ სრულად ვერ ვაცნობიერებ, რომ ბებია გავხდი. ჩემს ცხოვრებაში სულ სხვა ეტაპი დაიწყო. ასეთი ნორჩი არსება ნინა ბებოდ გამხადეს!..

„სანამ ბავშვი დაიბადა, ისე ვინერვიულე, სიცოცხლე დავამთავრე. საშინელებაა, როცა ექიმი ხარ და იცი, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს მშობიარობას და როცა ეს ყველა სირთულე თვალწინ წარმოგიდგება!..“

როგორც ნინო ნადირაძე აღნიშნავს, ვარსკვლავბიჭუნას სიყვარულით ჭკუიდან არის გადასული და შეეცდება, რომ ბავშვი არ გაატუტუცოს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g