LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი უცხოელი ტურისტი შემოვიდა საქართველოში: შიდა ტურიზმი იმატებს

161
IMG-1683

გახსნილი ქვეყნებიდან შესრულებული რეისებით 15 აგვისტომდე საქართველოში 1 236 ადამიანი შემოვიდა – ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს რიცხვი ჯამური მგზავრთნაკადის 56 პროცენტს შეადგენს.

„22 ივლისი-15 აგვისტოს პერიოდის მონაცემებით, ნაცვალგების პრინციპით გახსნილი ქვეყნებიდან 14-მა რეისმა დააგენერირა 2 200-ზე მეტი მგზავრი, საიდანაც ქვეყანაში შემოსულია 1 236 ადამიანი, რაც უტოლდება ჯამური მგზავრთნაკადის 56 პროცენტს. ეს საკმაოდ პოზიტიური რიცხვია. ბუნებრივია, დღეს ყველა ვიაზრებთ, რომ ეს მინიმალური მაჩვენებელია იმასთან შედარებით, რაც შეიძლებოდა გვქონოდა, თუმცა ძალიან კარგი ტენდენციაა, რადგან შეინიშნება უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში ტურისტული მიზნებისთვის შემოსვლის ზრდის ტენდენცია“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ქვრივიშვილის განცხადებით, ამ დრომდე აეროპორტში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.

„აეროპორტში მიმდინარეობს შერჩევითი პრინციპით მგზავრთნაკადის ტესტირება. სახელმწიფოს მიერ ადგილზე მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა ტესტირების რეჟიმი იყოს კომფორტული და სწრაფი ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩვენს ქვეყანაში შემოდის. მოხარული ვართ, გაგაცნოთ, რომ აღნიშნული ტესტირებების საფუძველზე აღებული ყველა ნიმუში არის კოვიდნეგატიური“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სხვადასხვა კურორტზე შიდა ტურისტული ნაკადის მატება შეინიშნება.

ქვრივიშვილი განმარტავს, რომ გამომდინარე აქედან, ტურისტულ ზონებზე, დამსვენებლების უსაფრთხოების მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე კიდევ უფრო მეტი კონცენტრირება მოხდება.

„ძალიან პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება შიტა ტურისტული ნაკადის. შესაბამისად საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო მეტი კონცენტრირება მოხდება ისეთ საკურორტო ზონებზე, მაგალითად, როგორიც არის შავიზღვისპირეთი. მოხდება ტესტირება ყველა იმ თანამშრომლის, რომელიც აქტიურად არის ჩართული სერვისის მიწოდების ნაწილში სხვადასხვა ტურისტულ ობიექტზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეტად ვიქნებით დაცული და, რა თქმა უნდა, ეს იქნება შიდა ტურისტული ნაკადების კიდევ უფრო მეტად გაზრდის ხელშემწყობი ფაქტორი“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g