LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელ ქვეყნებში დაიწყო კორონას მეორე ტალღა: ინფოგრაფიკა

533
773x435-cmsv2-ea1dbf98-b019-5c65-a2ba-c1a001d298ed-4852246

ევროპის რიგ ქვეყნებში, კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვიან. შემთხვევებმა ბევრ ქვეყანაში მოიმატა, თუმცა რამდენად ძლიერად დაბრუნდა კოვიდ-19 და არის თუ არა პანდემია იმ მასშტაბების, როგორიც წლის დასაწყისში იყო?

 

 

 

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები – როგორიცაა ალბანეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და რუმინეთი – აგვისტოში იმაზე მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებენ, ვიდრე წლის დასაწყისში.

 

ხორვატია, საბერძნეთი და მალტა პირველ ტალღასთან შედარებით, მიმდინარე კვირაში ბევრად მეტ შემთხვევას ებრძვიან.

 

ბელგია, იტალია და დიდი ბრიტანეთი ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებს შორის არიან. ამ ქვეყნებში დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება, თუმცა ჯერჯერობით პირველი ტალღის მსგავსი არაფერი ფიქსირდება.

 

ოთხშაბათს, იტალიამ 1 366 ახალი შემთხვევა დაარეგისტრირა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 12 მაისის შემდეგ.

 

საფრანგეთი, პოლონეთი, ნიდერლანდები და ესპანეთი, სავარაუდოდ, გაუმკლავდნენ ძალიან საშიშ მეორე ტალღას და დაიწყეს ზომები მისი აღსაკვეთად.

 

საფრანგეთმა ოთხშაბათს 5,429 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა – ბოლოს ამ მაჩვენებელზე მეტი შემთხვევა 14 აპრილს დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g