ხევსურეთში, არხოტის ხეობაში ხანძარია. ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოებში მეხანძრე-მაშველთა რამდენიმე ეკიპაჟია ჩართული. ასევე, მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
როგორც ”ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის სწრაფი ლოკალიზებისთვის ადგილზე მცხეთა-მთიანეთის განყოფილების თანამშრომლები აქტიურად მუშაობენ. ასევე, მობილიზებული არიან თბილისის, მეხანძრე-მაშველები და სასაზღვრო პოლიციის 10-კაციანი ჯგუფი.
ხანძრის კერა სოფელ ამღადან, დაახლოებით, 15 კილომეტრში, ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა და შესაბამისად, სახანძრო ავტოტექნიკის მიყვანა შეუძლებელია, ამიტომ ცეცხლის ქრობა მიმდინარეობს ინდივიდუალური საშუალებებით. ქრობის სამუშაოებს,რთულ რელიეფთან ერთად, ქარიც აძნელებს.