LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ მოქალაქეების 90% გამოიყენებს პირბადეს ყველგან, ინფექციის გავრცელება 70%-ით შემცირდება – საკოორდინაციო საბჭო

72
BeFunky-collage (1)

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

კორონავირუსის 1 941 ახალი შემთხვევა გამოვლინდა: გამოჯანმრთელდა 412 პაციენტი

თბილისი -1034, აჭარა – 320 – ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ინფექციის გავრცელების შენელების პროცესში სოციალური დისტანციის დაცვისა და პირბადის გამოყენების აუცილებლობას, რამდენადაც პირბადე, მსოფლიოში დღემდე დაცვის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა.

ხაზი გაესვა იმას, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მკაცრი რეკომენდაციაა, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, მოქალაქეებმა პირბადე ღია სივრცეშიც ატარონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია.

როგორც ეპიდემიოლოგებმა აღნიშნეს, თუ მოქალაქეების 90% გამოიყენებს პირბადეს ყველგან, ინფექციის გავრცელება 70%-ით შემცირდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ ეს პასუხისმგებლობა გაიზიაროს.

 

 

სამუშაო შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ამიერიდან, PCR-ტესტებთან ერთად, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების დიაგნოსტიკისთვის, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები გამოიყენება. შესაბამისი ცვლილება სტრატეგიაში, ევროკავშირის ქვეყნებმა, ისევე, როგორც საქართველომ უკვე განახორციელეს. ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები დღეს უკვე აღიარებულია, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციებით, ასევე – აშშ-ის წამლის სააგენტოს მიერ.

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს სხვის შეცდომებზე” – როგორია კოვიდთან ბრძოლის ამერიკული გამოცდილების კლინიკური ასპექტები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პირები ან მსუბუქი შემთხვევები, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც მკურნალობას ბინაზე ან კოვიდ-სასტუმროებში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით გააგრძელებენ, ხოლო სტაციონარებში მხოლოდ მძიმე პაციენტები იმკურნალებენ. საბჭოს წევრებმა განიხილეს როგორც საწოლფონდის, ისე სამედიცინო პერსონალის კუთხით არსებული რესურსები.

აღინიშნა, რომ დღევანდელი მდგომარეობით ქვეყანაში საკმარისი რესურსი არსებობს, თუმცა ის ამოუწურავი არ არის, ამიტომ უმნიშვნელოვანესია ყველა იმ რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა, რომელსაც უწყებათაშორისი საბჭო და ეპიდემიოლოგები გასცემენ.

 

რჩევები მათთვის, ვინც კორონავირუსისგან განიკურნა: Covid 19 ის გახანგრძლივებულ სიმპტომთა რეაბილიტაცია

 

პოპულარულები