ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა სათამაშოების კომპანია Mattel-თან თანამშრომლობით ბარბის თოჯინა შექმნა. აღსანიშნავია, რომ თოჯინა ელტონმა 1975 წელს, ლოს-ანჯელესში გამართული ლეგენდარული კონცერტის 45 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოუშვა.
თოჯინა არტისტის საფირმო კოსტიუმშია გამოწყობილი, მას მუსიკოსის სათვალე და ქუდი ამშვენებს, ტანისამოსზე ინიციალები E J აწერია, ფეხზე კი „ლგბტ“ დროშის ფერებში გადაწყვეტილი ფეხსაცმელი აცვია. სათამაშოს ღირებულება 50 დოლარია.