LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: ჯენიფერ ლოპესმა ,,ნეტფლიქსის” ახალი სერიალი ,,სელენა” დააანონსა

269
safe-image

ჯენიფერ ლოპესის კარიერა 1997 წელს გადაღებული ფილმით, ,,სელენა” დაიწყო. ფილმი 23 წლის ასაკში ტრაგიკულად დაღუპულ მომღერალ, სელენა კვინტანილა-პერესის შესახებ მოგვითრობს.

ამჯერად სელენას შესახებ სერიალს ,,ნეტფლიქსი” გადაიღებს. ჯეი ლომ სოციალურ ქსელში  აღნიშნულ ინფორმაციას პოსტი მიუძღვნა და აღნიშნა, რომ ერთი სული აქვს, როდის ნახავს მას.

„მეგობრებო, არ ვიცი, გსმენიათ თუ არა, ნეტფლიქსის ახალი სერიალის, ,,სელენას” შესახებ. მე მიყვარს სელენა, ის ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იყო. ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ სერიალს“, – წერს ლოპესი.

აღნიშნულ პოსტს ,,ნეტფლიქსი” გამოეხმაურა და ლოპესს დაუკომენტარა: „ჩვენ შენ გვიყვარხარ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები