LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიღებთ შხაპს ჯეი ლოსთან ერთად“ – ჯენიფერ ლოპესი სააბაზანო ოთახიდან ვიდეოს გვიზიარებს

185
page

ჯეი ლომ „ინსტაგრამზე“ ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ის აბაზანაში საკუთარ სილამაზის რუტინაზე საუბრობს და თავისი ბრენდის, JLO Beauty-ის პროდუქციას უწევს პოპულარიზაციას.

„ბენ, აბა ახლა დაგვენახე!“ – ცეცხლი, ვნება და რომანტიკა – ჯეი ლო ახალ კადრებს გვიზიარებს

„ახლა აბაზანაში ვარ და დასაძინებლად ვემზადები“, – ამბობს ჯენიფერი ვიდეოს დასაწყისში, სადაც ის თავისი ბრენდის სახის გამწმენდს იყენებს.

შემდეგ ის დეტალურად აღწერს თავის სილამაზის რუტინას: სერუმი, თვალის კრემი, დამატენიანებელი, ტუჩის ბალზამი და ყელის მოვლის საშუალება. მისი თქმით, ამ პროცესს ის დილა-საღამოს იმეორებს და სწორედ ეს უზრუნველყოფს მისი კანის ჯანმრთელობას.

აღსანიშნავია, რომ ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ბევრმა შეუფერებლად და მიუღებლად აღიქვა.

„ვიღებთ შხაპს ჯეი ლოსთან ერთად“, – ასე შეაფასეს 56 წლის ვარსკვლავის პოსტი კომენტარებში.

გამოსამშვიდობებელი საჩუქარი თუ „ბენიფერის“ რენესანსი? – ბენ აფლეკმა ჯეი ლოს ვილა აჩუქა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები