,,იმისათვის, რათა მათი ჩახუტება მომავალში კიდევ არაერთხელ შეძლოთ, ნუ ჩაეხუტებით და აკოცებთ თქვენს ბებიებს და ბაბუებს შობას” – მოუწოდებს ბრიტანეთის მოქალაქეებს “ბი ბი სი”.
გაერთიანეული სამეფოს მთავრობის უფროსი სამედიცინო მრჩეველი, პროფესორი კრის უიტი მიიჩნევს, რომ ადამიანებმა გონიერად უნდა იმოქმედონ და რისკ-ჯუფში შემავალ ადამიანებს საფრთხე არ შეუქმნან.
,,რასაკვირველია მესმის, რომ შობა ყველაზე საოჯახო დღესასწაულია და მინდა, ყველამ შეძლოს ოჯახის წევრების ნახვა მომავალ შობას. თუმცა მინდა მოვუწოდო მათ, შეინარჩუნონ დისტანცია ოჯახის წევრებთან, მოერიდონ მათთან ჩახუტებას და კოცნას, განსაკუთრებით კი რისკ-ჯგუფში შემავალ ბებიებს და ბაბუებს გაუფრთხილდნენ. სადღესასწაულო დღეებში შეკრება კანონით არ იკრძალება, ამიტომ კეთილგონიერება თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა გამოიჩინოს” – აცხადებს უიტი.
უიტის პოზიციას სრულიად იზიარებს სერ პატრიკ უოლენსი, უფროსი სამეცნიერო მრჩეველი.
,,რასაკვირველია, ეს ჩვეულებრივი შობა არ იქნება და ეს ყველამ უნდა გაიაზროს. საშობაო შეკრებები ინფექციის გავრცელების რისკს გაზრდის და არც არავის აქვს ილუზია, რომ ეს ასე არ მოხდება. ამიტომ ყველა ჩვენთაგანის ვალია, ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ასაკოვანი მოსახლეობის დასაცავად. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს იქამდე, ვიდრე ვაქცინაცია დაიწყება” – ამბობს უოლენსი.
გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე საშობაოდ შეზღუდვები შემსუბუქდება და შეკრებას სამ-სამი ოჯახი შეძლებს. 23-27 დეკემბერს შესაძლებელი იქნება შეკრება როგორც სახლებში, ასევე ღია სივრცეებსა და ეკლესიებში. აღნიშნული წესები სამეფოს ყველა წევრ ქვეყანაში იმოქმედებს გარდა შოტლანდიისა, სადაც 8 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალული იქნება.
