LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამეცნიერო-კვლევითი კორპუსი უნდა გაახალგაზრდავდეს.. ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარები აქტიურად უნდა ჩაერთონ პრობლემების გადაწყვეტაში: გახარია

80
FORTUNA.GE- (3)

“სამეცნიერო-კვლევითი კორპუსის უფრო გაახალგაზრდავება უნდა მოხდეს. შესაქმნელია პლატფორმები იმისათვის, რომ ახალგაზრდა მეცნიერებს და მკვლევარებს მივცეთ შესაძლებლობა, უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული ქვეყნისთვის აქტუალური პრობლემის გადაწყვეტაში.” – სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და განსახორციელებელ რეფორმებზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა დღეს, პარლამენტში დეპუტატებთან სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა.

გიორგი გახარიას განცხადებით, არის გარკვეული სფეროები, რომელშიც კომპეტენცია და ცოდნა არ გვყოფნის, მისი მოძიება და გაზიარება კი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ ხელისუფლებას არასდროს მორიდებია:

“იქ, სადაც ჩვენ კომპეტენცია და ცოდნა არ გვყოფნის, ამ ცოდნის მოძიება, პოვნა და გაზიარება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ არასოდეს მოგვრიდებია. სწორედ ასე ვიქცეოდით პანდემიის პირობებშიც, ასე ვიქცევით ხშირად ეკონომიკური გამოწვევებისა და სხვა პირობებშიც. თუ აქ რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობაა, ვეცდებით გამოვასწოროთ.

ხშირ შემთხვევებში, ეს შეიძლება იყოს აზრთა სხვადასხვაობის საკითხი. სხვა არაფერი. უბრალოდ, შეიძლება, რომ სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს ჰქონდეთ ერთი პოზიცია და პრაქტიკულ მენეჯმენტში ეს შეიძლება ცოტა სხვანაირად ჩანდეს და აქ შეიძლება იყოს დისკუსია.” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g