LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გილოცავთ შობის დღესასწაულს, ღმერთმა დიდი მადლი გაგატანოთ ამ ტაძრიდან” – პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წერილობით დღეს გავრცელდება

265
BeFunky-collage (1)

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. პანდემიის მიუხედავად საქართველოში საშობაო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა.

შობის დღესასწაული საქართველოს ყველა რეგიონში იზეიმეს, მათ შორის ბათუმში, გურიაში, ზუგდიდში, ქუთაისსა და კახეთში.

მსახურებისთვის სავალდებულო იყო პირბადის ტარება, შეძლებისდაგვარად, დაცული იყო დისტანციაც.

რამდენიმე ტაძარში ჯანდაცვის წარმომადგენლებმა სასულიერო პირებს, სტიქაროსნებსა და მრევლს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარეს.

ალავერდის ეპარქიაში სასულიერო პირებსა და სტიქაროსნებს კორონავირუსზე ტესტირება უტარდებათ

შობის საზეიმო ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პატრიარქმა აღავლინა.

ილია მეორემ მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა და სადღესასწაულო წირვის შემდეგ მრევლი დალოცა.

„გილოცავთ შობის დღესასწაულს, ღმერთმა დიდი მადლი გაგატანოთ ამ ტაძრიდან. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა თქვენ, საქართველო და მთელი მსოფლიო“, – ბრძანა პატრიარქმა.

საშობაო ეპისტოლე კი, წერილობით, დღეს გავრცელდება.

„ალილოს“ ტრადიციული მსვლელობა არ მოეწყობა – სამღვდელოება მოსახლეობას შობას მანქანებიდან მიულოცავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g