საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, კლერმონ-ფერანის ენდოსკოპიური ქირურგიის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი საქართველოში ჩინური ვაქცინის შემოტანის საკითხს ეხმაურება. ექიმი სოციალურ ქსელში წერს, რომ განსხვავებით ფაიზერის, მოდერნას და ასტრაზენეკას ვაქცინებისგან, ჩინური ვაქცინების შესახებ არანაირი სამეცნიერო პუბლიკაცია არ არსებობს.
მისი თქმით, ჩინურ ვაქცინას მაღალი ნდობა აქვს და ის არ გამორიცხავს, რომ ჩინურმა ვაქცინამ აჯობოს სხვა ყველა ვაქცინას.
ქვეყანაში ორი ვაქცინის შემოტანა განიხილება - ასტრა ზენეკა და ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა - თენგიზ ცერცვაძე
,,ჩინური ვაქცინების შესახებ არანაირი სამეცნიერო პუბლიკაცია არ არსებობს. ისეთი, როგორიც გამოქვეყნდა პფაიზერის, მოდერნას და ასტრა ზენეკას ვაქცინების კვლევის დასრულების შედეგად.
ჩინელებმა ისე დაიწყეს საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაცია და სხვა ქვეყნებზე ვაქცინის გადაცემა, რომ კვლევების მესამე ფაზის მონაცემები ეფექტურობაზე, გვერდით მოვლენებსა და გართულებებზე არ გამოუქვეყნებიათ. მეილიც კი.
თუმც, მტკიცებითი მედიცინა რა საჭიროა. ჩინური წარმოშობის ვირუსია და ყველაზე მეტი მათ უნდა იცოდნენ კოვიდ-19-ის მკურნალობაზეც და ვაქცინებზეც, არა?”-წერს რევაზ ბოჭორიშვილი.