LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის შესაძლებლობების გაზრდაზე საუბრობს

99
FORTUNA.GE- (8)

“თუკი დეპუტატთა ჯგუფს ფრაქციის შექმნის საშუალება არ აქვს, მას ისეთ უფლებამოსილებას ვერ მივანიჭებთ, რაც ფრაქციისთვის კონსტიტუციაში არის გაწერილი, თუმცა ჩვენ უფლებამოსილებების კიდევ უფრო გაფართოება შეგვიძლია.” – ფრაქცია “ქართული ოცნების თავმჯდომარე ინიციატივით გამოდის, რომ გაკეთდეს ისეთი ჩანაწერი, რომელიც ჯგუფს საშუალებას მისცემს, ჰყავდეს ხელმძღვანელი სამუშაოს ორგანიზებისთვის, ასევე მათ ჰყავდეთ საკუთარი აპარატი.

ინიცირებულ პროექტსა და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის შესაძლებლობების გაზრდაზე მამუკა მდინარაძემ დღეს, რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

საკანონმდებლო ორგანოში რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ.

მდინარაძე აცხადებს, რომ შესაძლებელი იქნება, პროექტი პირველი მოსმენით ამ დათქმით მიიღონ, ხოლო მეორე მოსმენამდე დააზუსტონ:

“თუკი დამეთანხმებით, პროექტი ამ დათქმით მივიღოთ, თუ დეპუტატთა ჯგუფს ფრაქციის შექმნის საშუალება არ აქვს, მას ისეთ უფლებამოსილებას ვერ მივანიჭებთ, რაც ფრაქციისთვის კონსტიტუციაში არის გაწერილი, თუმცა ჩვენ უფლებამოსილებების კიდევ უფრო გაფართოება შეგვიძლია.

გავაკეთოთ იმდაგვარი ჩანაწერი, რომელიც ამ ჯგუფს საშუალებას მისცემს, სამუშაოს ორგანიზებისათვის ხელმძღვანელი ჰყავდეს, ასევე კომიტეტებში, კომისიებში, საპარლამენტო დელეგაციებში მივცეთ წარმომადგენლობის კვოტები, ჰყავდეთ საკუთარი აპარატი და ასე შემდეგ.

პროექტი პირველი მოსმენით ამ დათქმით მივიღოთ და მეორე მოსმენამდე დავაზუსტოთ.” – აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ.

magti 5g