LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შეხვდა

58
კობახაჩკააა

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე პრეზიდენტი, ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს შეხვდა.

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ვენეციის კომისიას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და იმ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე ისაუბრეს, რომელიც ვენეციის კომისიაში განიხილება.

”ჩვენ ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა საქართველოს პარლამენტის წევრებთან, რომელიც საქართველოსა და ვენეციის კომისიას შორის თანამშრომლობას ეხებოდა. ეს თანამშრომლობა უკვე დიდი ხანია გრძელდება და ის ჯერ კიდევ 1990-იან წლებში დაიწყო. შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ვენეციის კომისიის ერთ-ერთი საუკეთესო პარტნიორია. თქვენმა პარლამენტმა არაერთხელ მოგვმართა რეკომენდაციის თხოვნით. ამჯერად, ვმუშაობთ ორ პროექტზე. პირველი ეხება არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს და პარლამენტის თავმჯდომარესთან შევთანხმდით, რომ ამ რეკომენდაციის პროექტს ვენეციის კომისიის მიერ მის დამტკიცებამდე გავაგზავნით, რაც სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევარში მოხდება. მეორე რეკომენდაცია ეხება ელექტრონული კომუნიკაციების კანონს – ამ შემთხვევაში, გავყვებით ჩვეულ პროცედურას და რეკომენდაციას 19-20 მარტს დავამტკიცებთ. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ საქართველოში ჩამოსვლას, რათა შევხვდეთ მთავრობას, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მათთან გვექნება ონლაინ დისკუსიები, რათა უკეთ დავინახოთ სრული სურათი”. – განაცხადა, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ევროპის ასევე საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, კახა კუჭავა და დეპუტატი გიორგი ხოჯევანიშვილი ესწრებოდნენ.

”ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელიც ვენეციის კომისიაში განიხილება. ასევე, ვისაუბრეთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დაგეგმილ სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივაზე. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობა და შესაბამისი რეკომენდაციების გაზიარება. უახლოეს მომავალში ველოდებით რეკომენდაციებს, რომელსაც ვენეციის კომისია მოგვაწვდის აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით”. – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.

magti 5g