LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაქტიკულად, უკან დახევა უწევთ, გადაწყვეტილება მათ პოზიციაზე იქნება დამოკიდებული: ოხანაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაზე

66
FORTUNA.GE- (2)

“ვიდრე საბოლოოდ არ გვეცოდინება მათი პოზიცია, წინმსწრებად არ გავაჟღერებ პოზიციას რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს დამოკიდებული იქნება მათ პოზიციაზე. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას”. – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ იტოვებენ უფლებას, მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით გუნდში იმსჯელონ.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიციას, პრაქტიკულად, უკან დახევა და გარკვეული პოზიციების გადასინჯვა უწევს. შესაბამისად, შეუწყდებათ თუ არა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს უფლებამოსილებამისი თქმით, ეს სწორედ ოპოზიციაზე იქნება დამოკიდებული:

თუ "ოცნება" კოლეგებს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, "გირჩის" მოქმედი პარლამენტის წევრებიც დაუყოვნებლივ ჩააბარებენ განცხადებებს: პარტია "ქართულ ოცნებას" მიმართავს

"ნუ დაუჭერენ მხარს, საკუთარი კოლეგების პარლამენტიდან გაძევებას. გადადონ ამ გადაწყვეტილების მიღება და დატოვონ დრო დისკუსიისთვის".

“ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო კვირაში დაკორექტირდა ოპოზიციური ჯგუფების პოზიციები და ისინი საუბრობენ, რომ შესაძლებელია გაგრძელდეს მოლაპარაკებები და ამას მხარს უჭერენ. საუბრობენ, რომ შესაძლებელია უფლებამოსილების შეწყვეტამ გავლენა იქონიოს მოლაპარაკებებზე. პრაქტიკულად, ისინი ამბობენ და მოგვიწოდებენ, რომ ჩვენ იქნებ ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომლითაც შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებები ჩიხში არ შევიდეს. პრაქტიკულად, მათ უწევთ უკან დახევა და გარკვეული პოზიციების გადასინჯვა. ეს ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ როგორც გარკვეული საკითხების გადაფასება.

ისინი მზად არიან გარკვეული საკითხები ხვალამდე გადააფასონ, ვიდრე ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ. ამიტომ, ჩვენც ვიტოვებთ უფლებას ამ საკითხზე ვიმსჯელოთ გუნდში. ვიდრე საბოლოოდ არ გვეცოდინება მათი პოზიცია, წინმსწრებად არ გავაჟღერებ პოზიციას რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს დამოკიდებული იქნება მათ პოზიციაზე. ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას”. – აცხადებს ოხანაშვილი.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის მანდატების შეწყვეტის თაობაზე, ხვალინდელ საპარლამენტო სესიაზე იმსჯელებენ.

ჩემი სურვილია, ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს ერთ მთლიან საერთო საკითხზე: საქართველოში საფრანგეთის ელჩი

 

magti 5g