ჟურნალისტ ვახო სანაიას მეუღლე, თამუნა ყურაშვილი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა.
“ვახოს დაუდასტურდა ტვინის შერყევა, ახლა დამატებით კვლევებზე გადაგვამისამართეს”.- წერს თამუნა ყურაშვილი.
ჟურნალისტს, ვახო სანაიას თავს 25 თებერვალს, გვიან ღამით დაესხნენ. როგორც სანაია ამბობს, მას თავს დაესხა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი. ჟურნალისტი თავდასხმას თავის საქმიანობას უკავაშირებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამო სამი პირი დააკავა.