იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ქვეყნის გახსნა, მაშინ როდესაც ვაქცინა არ არის, დიდ რისკს წარმოადგენს. ის ამბობს, რომ ვაქცინის მისაღებად ქვეყანას უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა და ეს განსჯის საგანი უნდა გახდეს.
ვაქცინა არ შემოდის ქვეყანაში, ეს წმინდა „კოვაქსის“ პრობლემაა, ასე თუ ვიტყვით, მაგრამ სახელმწიფოს უდა გაეკეთებინა ძალიან მეტი პროაქტიული ქმედება იმავე „კოვაქსთან“. აქტიური ქმედებები არ განახორციელა ხელისუფლებამ და, ბუნებრივია, ეს სერიოზული განსჯის საგანი უნდა იყოს და პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ამის გამო ადამიანებს“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ბიძინა კულუმბეგოვს მიაჩნია, რომ ამ შეცდომის გამო შესაძლებელია პროცესებმა უკან დაგვაბრუნოს და ახალი შეზღუდვების საჭიროების წინაშე დავდგეთ.
„უვაქცინობის ფონზე ქვეყნის გახსნა არის ძალიან დიდი რისკი. ეს მიმაჩნია აბსოლუტურად არასწორ გადაწყვეტილებად. ჯერ უნდა ყოფილყო ქვეყანაში მინიმუმ 100 ათასი ადამიანი აცრილი, რომ ჩვენ შეზღუდვების მოხსნაზე გვეფიქრა. ეს არის შეცდომა, რამაც ჩვენ შესაძლებელია უკან დაგვაბრუნოს და შეზღუდვების საჭიროების წინაშე დაგვაყენოს.” – აცხადებს იმუნოლოგი “TV პირველთან” ინტერვიუში.