ოპოზიციური პარტიების „ტვ პირველთან“ დაკავშირებულ მოვლენებზე, საერთო განცხადებას ავრცელებენ, სადაც წერია, რომ ივანიშვილის რეჟიმის გადაწყვეტილება თავს დაესხას დამოუკიდებელ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ მედიას, სრულიად უკანონო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილებით შეიჭრას ტელევიზიაში, მოსთხოვოს მას მამხილებლის პიროვნების გათქმა, არის ავტორიტარიზმის საშიში ნიშანი, რომელსაც ქართული საზოგადოება და დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები არ შევეგუებით.
„რეჟიმის სურვილი დასაჯოს ყველა ვინც ივანიშვილს ან მის ოჯახს უსიამოვნებას მოგვრის, ამხელს მათ დანაშაულებრივ საქმიანობას, მიუთითებს თუ რამდენად დიდი საშიშროების წინაშე დგას ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი.
ტვ პირველმა, ნოდარ მელაძემ და მათმა წყარომ ამხილა მძიმე დანაშაული. დანაშაული რომელიც ამხელს ივანიშვილის რეჟიმის ბუნებას, ძალადობას რომლის უკან უმაღლესი თანამდებობის პირები დგანან. დემოკრატიულ საზოგადოებაში ასეთ დროს გამოძიება ამ დანაშაულებათა შესახებ იწყება და არა პირიქით. ივანიშვილის მარიონეტი სასამართლოს ეს უკანონო გადაწყვეტილება უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონს გამოხატვის თავისუფლების შესახებ ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს.
ქართველი ხალხის სურვილი იცხოვრონ დემოკრატიულ, თავისუფალ საზოგადოებაში გადასინჯვას არ ექვემდებარება და ოპოზიციური პარტიების უმთავრესი ამოცანა ამ ნების აღსრულებაა“, – წერის გავრცელებულ ინფორმაციაში.
გავრცელებულ განცხადებას შემდეგი ოპოზიუციურიო პარტიები ავრცელებენ:
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ევროპული საქართველო
ლელო
თავისუფალი საქართველო
ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა
ტრიბუნა
სახელმწიფო ხალხისათვის
რესპუბლიკური პარტია
პროგრესი და თავისუფლება
სტრატეგია აღმაშენებელი
გირჩი-მეტი თავისუფლება
თავისუფალი დემოკრატები
სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
მოძრაობა დროა
გამარჯვებული საქართველო
ევროპული დემოკრატები
ეროვნულ დემოკრატიული პარტია
ლეიბორისტული პარტია
ქრისტიან კონსერვატიული პარტია
ემსახურე საქართველოს
ირაკლი ღლონტი
ამავე თემაზე:
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ხელები შორს თავისუფალი მედიისგან – „სტრატეგია აღმაშენებელი“
ჩნდება საფრთხე, მედია კიდევ ერთხელ იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების სამიზნედ – მედიაკოალიცია
არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა !!! – ტვ პირველის დირექტორი პროკურატურას მიმართავს
“ტვ პირველში” შეჭრას არავინ აპირებს, ეს არის სიცრუე – პროკურატურა
“ოცნება” მედიაზე თავდასხმით ჯიუტად იმეორებს წინა ხელისუფლების შეცდომებს – იოსელიანი
ბერას პირადი პუდელი – “ოცნების” ოფისთან 4 პირი დააკავეს