როგორც ცნობილია, სკანდალური სასამართლო პროცესი, რომელიც წლობით გაიწელა, 57 წლის ჯონი დეპმა წააგო. მსახიობი ბოლომდე არ ნებდებოდა, გასულ კვირას კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართა, თუმცა ჯონი დეპს განაჩენის გასაჩივრებაზე უარი უთხრეს. საქმე ეხება იმ მონაკვეთს, სადაც ემბერი ჰარდი ჯონი დეპს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
უკანასკნელი იმედიც დაკარგულია – ჯონი დეპს განაჩენის გასაჩივრებაზე უარი უთხრეს – ახალი დეტალები
ლონდონის სასამართლოს ვერდიქტს ვერაფრით ეგუებიან ჯონი დეპის თაყვანისმცემლები და მისი მეგობრები. სულ ცოტა ხნის წინ, მისი იურიდიული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, ადამ უოლდმენმა ემბერ ჰარდის ფოტოები გაავრცელა, რომელიც სწორედ იმ დროსაა გადაღებული, როდესაც ჰარდი დეპს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდა.
„ფოტოზე ერთი ნაკაწრიც არ ჩანს“ – წერს უოლდმენი.
12/15/15 allegation “I had bruised ribs. Bruises all over my body, bruises on my forearms from trying to defend the blows. I had 2 black eyes. I had a broken nose. I had a broken lip”
Justice Nichols – I believe her
UK Appeals Court – we believe him
But oops … PHOTO SHOOT! pic.twitter.com/gvfV2GHCH3— Adam Waldman (@playSHRAPNElL) March 25, 2021
სწორედ აღნიშნულ პოსტს უპასუხა ბრალდებებით განრისხებულმა ემბერმა.
„დიახ, მე შემიძლია მაკიაჟი და გრიმი მქონდეს და აი თქვენ სამუდამოდ ლილიპუტად დარჩებით“, – წერს ჰარდი.
აღნიშნულ პოსტს დეპის თაყვანისმცემელთა ურიცხვი არმია გამოეხმაურა და ჰარდი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაახვია, თუმცა მოხერხებულმა ვარსკვლავმა მათაც უპასუხა:
„რეალისტები იყავით, განაჩენი უკვე გამოტანილია“, – აცხადებს ემბერი.
რაც შეეხება ჯონი დეპის სამომავლო გეგმას, ის დანებებას კვლავ არ აპირებს, თუმცა თუ რა იქნება მისი ადვოკატების მორიგი ნაბიჯები, ჯერჯერობით უცნობია.