ახლოვდება „მხევლის წიგნის“ მეოთხე სეზონის პრემიერის თარიღი. სერიალის გულშემატკივრები სულმოუთქმელად ელიან მოვლენების განვითარებას და მთავარი გმირის, ჯუნ ოსბორნის მიერ მოპოვებულ ნანატრ თავისუფლებას.
ახლახანს „ჰულუმ“ სერიალის მე-4 სეზონის ახალი ტრეილერი გაავრცელა. ჯუნ ოსბორნი მეამბოხის ამპლუაში ბრუნდება, ტრეილერიდან ჩანს, რომ მთავარი გმირი გილეადს უკვე ღიად უპირისპირდება.
შეგახსენებთ, „მხევლის წიგნის“ მეოთხე სეზონის პრემიერა 28 აპრილს შედგება. ცნობისთვის ეს ისტორიის დასასრული არ არის. სერიალის შემქმნელებმა მეხუთე სეზონიც დააანონსეს.