LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყანაში აცრილია 11 603 ადამიანი, დღეში საშუალოდ გვაქვს 1000 აცრა, მაგრამ ეს ცოტაა – გამყრელიძე

112
8888

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები 15 მარტიდან დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ დროისთვის სულ 11 603 ადამიანია აცრილი.

„დღეში საშუალოდ გვაქვს 1000 აცრა, მაგრამ ეს ცოტაა – ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება სულ მინიმუმ 3000 აცრა დღეში, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ, სადაც ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ პრეზენტაცია გაიმართა.

გამყრელიძის განმარტებით, თავისუფლად შეიძლება აცრების რიცხვის გაზრდა, რადგან უკვე სამყოფი ვაქცინაა ქვეყანაში.

„ახლა უკვე ვაქცინა არის სამყოფი – არის “ასტრაზენეკა”, არის “ფაიზერი” და ახლა უკვე შემოგვემატა ჩინური ვაქცინა “სინოფარმი”, ამიტომ თავისუფლად შეგვიძლია ჩვენ გავზარდოთ რიცხვი. დღეიდან 55 წელს ზემოთ მოსახლეობა ჩაერთო აცრებში, დაემატა ასევე ორგანოგადანერგილთა და დიალეზზე მყოფთა ჯგუფები და მინიმალური დანაკარგით უნდა ავცრათ მაქსიმალურად მოსახლეობა და გთხოვთ კიდევ ერთხელ დაგვიჭიროთ მაქსიმალურად მხარი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, ჩინური ვაქცინა საქართველოში გასულ კვირას ჩამოვიდა. ამ დროისთვის, ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტში ინახება.

სინოფარმის სანდოობაზე კითხვები არ ისმის, აქტიური მიმოწერა გვაქვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან: ეკატერინე ტიკარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g