გასული წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 33 წლის მომღერალი რიანა და 32 წლის რეპერი A$AP Rocky ერთმანეთს ხვდებიან. თავდაპირველად პაპარაცებმა ისინი ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში შენიშნეს. შემდეგ კი წყვილი ბარბადოსში ხელიხელჩაკიდებულები დააფიქსირეს. კომენტარი ჯერჯერობით არცერთ მხარეს არ გაუკეთებია, თუმცა ყველაფერი ცხადია, წყვილი ერთად დიდ დროს ატარებს.
ფოტო: რომანი დადასტურდა, რიანა და ASAP Rocky პაპარაცებმა ბარბადოსში გამოიჭირეს
ამჯერად ბარბადოსელი ლამაზმანი და მისი რჩეული კალიფორნიის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში გადაიღეს. რირის მუქი ყავისფერი მინი კაბა ეცვა, მას უკან A$AP Rocky მოჰყვებოდა, რომელიც ტყავის პიჯაკსა და შარვალში იყო გამოწყობილი.
ცნობისთვის, წყვილი ერთმანეთს 2017 წელს უკვე ხვდებოდა. პირველად რეპერი რიანას გვერდით სცენაზე 2013 წელს გამართულ ტურნეში, Diamonds გამოჩნდა.