LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალხინოს ტაძარში მომხდარი ინციდენტის გამო, მიტროპოლიტი სტეფანე სასულიერო პირების განკვეთას აპირებს

116
მიტროპოლიტი სტეფანე

სალხინოს ტაძარში მომხდარ ინციდენტს ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ეხმიანება და აცხადებს, რომ „თუ სამი სასულიერო პირი თავის საქციელს არ მოინანიებს, ისინი მღვდელმსახურებიდან განიკვეთებიან“. მიტროპოლიტის განცხადება ტელეკომპანია „ერთსულოვნებამ“ გაავრცელა.

“სხვა გზა არ დამრჩენია და ვაცხადებ დღეს და შაბათს აღვასრულებ, თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს და ამ უაზრო მოქმედებებს, რომელიც პირდაპირ მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ, მე გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ ეს ადამიანი განვკვეთო და აღარ ექნება უფლება, იყოს მღვდელმსახური. შაბათს ვიქნები თამაკონში, მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული. შეიძლება ამ შემთხვევაში მისი განკვეთა არ მოხდეს. ასევე, დიაკონ ანანიას და ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს განვკვეთავ, თუ ისინიც არ მოინანიებენ. იქ იყო ერთი ბერმონაზონი, რომელსაც სამღვდელო ხარისხი არ გააჩნია და თუ არ შეწყვეტს უაზრო ქმედებებს, ალბათ მივიღებ ზომებს, მაგრამ ჯერჯერობით ამ სამით შემოვიფარგლები”, – აცხადებს მიტროპოლიტი.

როგორც ის ამბობს, დღეს სალხინოს ტაძარში არ ყოფილა, თუმცა იცის, რომ ხალხის უკმაყოფილება დიაკვან ანანიას ამბიონზე ასვლას მოჰყვა.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება გრძელდება.

მორიგი დაპირისპირება 21 აპრილს სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში მეუფე სტეფანეს მისვლას მოჰყვა.

სალხინოს მონასტრის გადაყენებული წინამძღვარი, სხვა სასულიერო პირები, ასევე მრევლის ნაწილი ეპარქიის წარმომადგენლებს წირვის ჩატარების უფლებას არ აძლევენ. ტაძარში წირვის ჩასატარებლად მისულ მეუფეს კარი ჩაკეტილი დახვდა.

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება – წირვის ჩასატარებლად მისულ მეუფე სტეფანეს კარი დაკეტილი დახვდა

საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

magti 5g