უდაოა, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ამბავი ჯენიფერ ლოპესისა და ალექს როდრიგესის განშორებაა. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, fortunaplus.ge უახლესი დეტალების ოპერატიულად მოწოდებას მუდამ ცდილობს.
„ამას ვერ აიტანდა“ – ჯეი ლოსა და ალექსის ურთიერთობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი
სულ ცოტა ხნის წინ გამოცემა People-ს ინსაიდერმა ახალი ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ირკვევა, ალექსთან განშორების პროცესში ლოპესი მარტო არ ყოფილა, მას მხარში მის ყოფილი მეუღლე და 13 წლის ტყუპების მამა, მარკ ენტონი ედგა.
„მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, მარკი მას მუდამ მხარში უდგას. ახლა ლოპესი გადაღებებზე, დომინიკის რესპუბლიკაში იმყოფება და თავს შესანიშნავად გრძნობს“, – განუცხადა ინსაიდერმა გამოცემას და ისიც დასძინა, რომ 51 წლის ჯეი ლო მომავალში ისეთ პარტნიორს ეძებს, რომელიც მისთვის მორალური დასაყრდენი იქნება.
შეგახსენებთ, ჯენიფერ ლოპესი და მარკ ენტონი 2004 წლიდან 2014 წლამდე იყვნენ დაქორწინებულები.