LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დარბაზში რომ შევალ, ერთ ადამიანს გამოუშვებენ ციხიდან, დღეს ეს იცვლება, მეტი არაფერი: პარლამენტში მისული ჯაფარიძე

45
ზურაბ ჯაფარიძე

პარლამენტში მისული “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მისი შესვლით დღეს მხოლოდ ის შეიცვლება, რომ ციხიდან ერთ პოლიტპატიმარს გამოუშვებენ.

დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება – სალომე სამადაშვილი

ჯაფარიძის განცხადებით, არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები, დოკუმენტზე შეჯერება ჯერჯერობით ვერ ხერხდება და მიის თქმით, შესაძლოა, ნიკა მელიამ გირაო გადაიხადოს და ისე დატოვოს საპატიმრო:

“დარბაზში რომ შევალ და რეგისტრაციას გავივლი, ამის შემდეგ ერთ ადამიანს გამოუშვებენ ციხიდან, რომელიც არის პოლიტიკური პატიმარი. დღეს ეს იცვლება და მეტი არაფერი.

მეორე ადამიანთან მიმართებაში ან დაიდება ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, რომელიც იქნება ორივე მხრიდან ხელმოწერილი, ან თუ არა, არ ვიცი რა იქნება. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ნიკა მელიამ გირაო გადაიხადოს და ისე გამოვიდეს, ან როგორ განვითარდეს მოვლენები არ ვიცი.

როგორც ნახეთ, ერთიან დოკუმენტზე შეჯერება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.” – თქვა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ამნისტიასთან დაკავშირებით არ ყოფილა შეთანხმებული, რომ ჯალათები უნდა გათავისუფლდნენ და არ აპირებს მონაწილეობის მიღებას არაფერში, გარდა დოკუმენტით გაწერილი საკითხებისა:

“ამნისტიასთან დაკავშირებით არ ყოფილა შეთანხმებული, რომ ჯალათები უნდა გათავისუფლდნენ. დაზარალებულის თანხმობის გარეშე, არ შეიძლება ვინმეს რამე ეპატიოს. მე არ ვაპირებ არაფერში მონაწილეობის მიღებას, გარდა იმ დოკუმენტით გაწერილი საკითხებისა. ეს ვთქვი მაშინაც, როცა ხელი მოვაწერე. ეს პარლამენტი იმუშავებს იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი, რაც წერია შესრულდეს, რომ ქვეყანა მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის, რომელიც იქნება უცნაური, მაგრამ ერთგვარი რეფერენდუმი.” – თქვა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები პარლამენტში მივიდნენ. ოპოზიცია დღეს პირველად იკავებს საპარლამენტო ტრიბუნებს.

დღესვე, პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დაინიცირდება.

პოპულარულები