LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე უკვე ძალიან დიდი ხანია მარტო ვარ“ – 45 წლის ანჯელინა ჯოლი პირად ცხოვრებაზე ალაპარაკდა

452
page

ცოტა ხნის წინ ანჯელინა ჯოლიმ E! News-სს ინტერვიუ მისცა, სადაც პირად ცხოვრებაზე იუმორით ისაუბრა. მისი განცხადებით, ის უკვე ძალიან დიდი ხანია მარტოა და დიდ წინდახედულობასა და კრიტიკულ აზროვნებას გამოიყენებს მანამ, სანამ ვინმესთან ახალ ურთიერთობას დაიწყებს.

ანჯელინა ჯოლი შვილების აღზრდის იმ უმთავრეს პრინციპს გვიზიარებს, რომელიც მან დედისგან ისწავლა

„მე უკვე ძალიან დიდი ხანია მარტო ვარ, თუმცა მე მყავს 6 არაჩვეულებრივი შვილი, რომლებიც ჩემზე საოცრად ზრუნავენ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. სანამ რაიმე ახალი მოხდება ჩემს ცხოვრებაში მე უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ჩემი შვილები ფსიქიკურად თავს კარგად გრძნობენ“, –  განაცხადა ჯოლიმ.

შეგახსენებთ, მსახიობი სამჯერ იყო გათხოვილი. 1996–1999 წლებში ის ჯონი ლი მილერთან იმყოფებოდა ქორწინებაში, 2000–2003 წლებში ბილი ბობ თორნტონთან, ხოლო  2014–2019 წლებში ბრედ პიტთან. ისინი ოფიციალურად სწორედ 2019 წელს განქორწინდნენ, თუმცა მთელ რიგ საკითხებზე სასამართლო დავა დღემდე მიმდინარეობს.

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებს და მზადაა დამამტკიცებელი საბუთები წარადგინოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები