LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე ყველა პირმა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი: ლანა გალდავა

118
ლანა გალდავა

პოლიტიკური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი ლანა გალდავა, საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას ხუთი წლისთავთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

როგორც გალდავა წერს, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე ყველა პირმა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. გალდავა ხელისუფლებას, ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შემუშავებისკენ მოუწოდებს.

რატომ მოკლეს გიგა ოთხოზორია: დაისჯება თუ არა დამნაშავე – იმედი სულ უფრო ცოტა რჩება

“დღეს, 19 მაისს, 5 წელი გავიდა სოფელ ხურჩაში, გიგა ოთხოზორიას საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ვერაგულად და დემონსტრაციულად მოკვლის ფაქტიდან.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არაერთგზის გამოხატა დაპირება მკვლელების დასჯასთან დაკავშირებით, ისინი კვლავ თავისუფლებაში რჩებიან.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ შემუშავდეს უსაფრთხოების ახალი არქიტექტურა ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში. ყველა საერთაშორისო ფორმატი გამოყენებულ იქნას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, მცოცავი ოკუპაციისა და ბორდერიზაციის ფაქტების დასაფიქსირებლად და მათზე რეაგირების მოსახდენად.

გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე ყველა პირმა კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი გმირის ოჯახს!”, – წერს ლანა გალდავა.

არაერთი კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, ოთხოზორიას მკვლელობაში მონაწილე პირები, რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაწყვეტილებით კვლავ არ დასჯილან: სუსი

magti 5g