კალიფორნიის პოლიციამ დედის მკვლელობისთვის 28 წლის მეთიუ ნიკოლსონი დააკავა. მკვლელობის მიზეზი დედის მიერ ყურსასმენების გატეხა გახდა. როგორც Fox News-ი წერს,68 წლის დედამ შვილის ოთახიდან ყვირილის ხმა გაიგონა. მეთიუ ნიკოლსონი კომპიუტერულ თამაშს თამაშობდა და ოთახში დედის გამოჩენამ გააღიზიანა. კამათის დროს შვილს შემთხვევით ვიდეო თამაშის ყურსასმენები გაუტყდა, მომხდარი კი დედას დააბრალა. გაღიზიანებულმა მეთიუ ნიკოლსონმა დედას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.