მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. ჟურნალისტს ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.
როგორც BBC-ი წერს, Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, ბელორუსის აეროპორტში, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე დაეშვა.
ბელარუსელი ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება იმიტომ გაიგზავნა, რომ ბორტზე მყოფი ჟურნალისტი დაეპატიმრებინათ.
ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოუჩენიათ.
თავად რომან პროტასევიჩი რეისის დაწყებამდე იუწყებოდა, რომ აეროპორტში მას უთვალთვალებდნენ და მისი პასპორტისა და დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ.