LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუღებელია “რაინეარის” რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება – მრავალი საერთაშორისო ნორმა დაირღვა:სალომე ზურაბიშვილი

110
სალომე-ზურაბიშვილი-1

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ათენი-ვილნიუსის რეისის მიმართულების შეცვლისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება.

პრეზიდენტის განცხადებით, „მიუღებელია “რაინეარის” რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება“.

„ამით დაირღვა მრავალი საერთაშორისო ნორმა, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია”, – წერს პრეზიდენტი „ტვიტერზე”.

 

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. “რეინეარის” თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტიც იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავი ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზნით დასვეს. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა მინსკში, თუმცა იქ ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.

 

ამავე თემაზე:

ბელარუსში ტირანიის ადგილი არ არის – ამერიკელი და ევროპელი პარლამენტარები ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

“ბელარუსში სიკვდილით დასჯა მელის” – ლუკაშენკოს კრიტიკოსი ჟურნალისტის დაკავებას დასავლეთში ტერორიზმი უწოდეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g