LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SOCAR წელს საქართველოში ძველი მილსადენების რეაბილიტაციას გეგმავს

136

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR 2018 წელს საქართველოში ძველი, ამორტიზებული მილსადენების რეაბილიტაციას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო Trend-ს SOCAR Energy Georgia -ს ხელმძღვანელმა მაჰირ მამედოვმა განუცხადა.

როგორც მამედოვმა აღნიშნა,  2017 წლის დეკემბერში “სოკარ ჯორჯია გაზმა” წარმატებით დაასრულა საქართველოს მთავრობის წინაშე აღებული საინვესტიციო ვალდებულებები, ახალი გაზგამანაწილებელი ქსელების მშენებლობაზე.

“მიუხედავად ამისა, 2018 წელს იგეგმება ინვესტიციების განხორციელება ძველი, ამორტიზებული მილსადენების რეაბილიტაციისთვის და კომერციულად მიმზიდველი სადისტრიბუციო ქსელების მშენებლობაზე”, – დასძინა მამადოვმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია საქართველოს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის სექტორში 2006 წლიდან საქმიანობს. საქართველოში, კომპანია SOCAR-ის აფილირებული კომპანიები გაზის სექტორში შპს „სოკარ ჯორჯია გაზი”, სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი” და სს „საქორგგაზი” არიან, შემდგომში ერთობლივად წოდებული – „სოკარ გაზი”-ს ჯგუფი.

“სოკარ გაზი”-ს ჯგუფის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:

  • ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობა;
  • მოსახლეობის გაზმომარაგებით უზრუნველყოფა;
  • ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g