მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი „ინსტაგრამზე“, სხვა ცნობილი გოგონების მსგავსად, საკმაოდ აქტიურია და ულამაზესი ადგილებიდან აქვეყნებს ფოტოსესიებს, სადაც, როგორც წესი, არაჩვეულებრივად გამოიყურება.
ბოლო ფოტოებში ნანუკა ძალიან ნაზი და ქალურია და ამას მისი გამომწერებიც აღნიშნავენ.
როგორც თავად ამბობს, წელს მისი გატაცება უდაბნოს ფერებია და გამომწერებს ამ სეზონზე საყვარელი ფერების დასახელებისკენ მოუწოდებს.
შეგახსენებთ, რომ ნანუკა ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, კობა ნაყოფიას რძალი გახლავთ. ის და მისი ვაჟი, ნიკა ნაყოფია უკვე რამდენიმე წელია, ერთად არიან. ცოლ-ქმარი სულ ერთად მოგზაურობს და დიდ დროს ატარებენ ერთმანეთის გარემოცვაში.