LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღევანდელი სიკვდილიანობის მაჩვენებელი საშუალო მსოფლიო სტატისტიკასთან მიმართებაში ძალიან მაღალია: ბიძინა კულუმბეგოვი

101
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თუ მე-2 ტალღის დროს არსებულ მაჩვენებელს, ამ ტალღასთან დაკავშირებულ მაჩვენებელს შევადარებთ,  სიკვდილიანობის მაჩვენებელი ბოლო კვირების განმავლობაში გაზრდილია.

„დაახლოებით 1000 ინფიცირებულიდან 20-დან 30-მდე ადამიანი, ანუ, 2.5-3%-ის ფარგალშია, რაც საშუალო მსოფლიო სტატისტიკასთან მიმართებაში ძალიან მაღალი მაჩვენებელია,“ – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა. 

იმუნოლოგი ვარაუდობს, რომ შესაძლოა სიკვდილიანობის ზრდა „ბრიტანული შტამითაც“ იყოს განპირობებული, რადგან როგორც კულუმბეგოვმა თქვა, ზოგიერთი სტატია მიანიშნებდა, რომ აღნიშნული შტამის შემთხვევაში სიკვდილიანობა და ვირუსის გადადება 30-40%-ით არის გაზრდილი, თუმცა არსებობს სხვა თეორიებიც, რაც აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს.

„საჭიროა გამომწვევი მიზეზის ცოდნა, ჩვენ არ ვიცით სიღრმისეულად რა კატეგორიის ადამიანები იღუპებიან, როგორი დაავადებებით, რა ასაკობრივი ჯგუფია და სხვა. შემთხვევების რაოდენობა არ არის იმდენი და სიკვდილიანობა გვაქვს მაღალი და ეს დაახლოებით საქართველოს 1000 000 მცხოვრებელზე 7-8 შემთხვევა გამოდის, რაც მსოფლიო მასშტაბითაც კი, მაღალი მაჩვენებელია,“ – განაცხადა კულუმბეგოვმა.

პლანეტაზე არცერთ ვაქცინას შეუძლია კორონავირუსის 100%-იანი პრევენცია. მსუბუქი ავადობა არ უნდა გაგვიკვირდეს: ბიძინა კულუმბეგოვი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g