რიკოთის გზაზე სატვირთო ავტომობილი ამობრუნდა. ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სატვირთო ავტომობილის მძღოლი გარდაიცვლა.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 6-ე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.