LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსთავი 2”-ის და “კავკასიის”წარმომადგენლებმა კობახიძესთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს

143

პარლამენტის თავნმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირების შემდეგ მედიის წარმომადგენლების შეხვედრა ტელეკომპანია “კავკასიის” გენერალურმა დირექტორმა, ნინო ჯანგირაშვილმა, პროტესტის ნიშნად დატოვა. სხდომა ასევე დატოვა “რუსთავი 2”-ის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა.

როგორც მათ ჟურნალსტებთან განაცხადეს, “პარლამენტის თავნჯდომარე არის მხარე და პირდად ლობირებს ცვლილებების გატანას”. საუბარია საზოგადოებრვი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაზე და მათ შორის, საზოაგდოებრივი მაუწყებლისათვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლების მინიჭებაზე.

აღნიშნული საკითხი გახდა სხდომაზე კობახიძის და ჯანრიგაშვილის დაპირისპირების მიზეზი. ჯანგირაშვილმა დაიწყო მარეგულირებელი კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით საუბარი და ასახელებდა კონკრეტულ რიცხვებს, რომ 2014 წლის შემდეგ სარეკლმაო ბაზარზე მედიის შესავალი მცირდება, ამის გამო კობახიძემ ჯანგირაშვილი მცდარი განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულდა და თქვა, რომ ბაზარი 2014 წელთან შედარებით გაზრდილია, რის გამოც მას მედიის წარმომადგენლები ციფრებით მანიპულირებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ არ შეიძლება სარეკლამო ბაზარი რომელიც შემოსავლებს დოლარით ითვლის, ლარში გადაჰყავდეს და შესაბამისად მონაცემებს ისე აფიქსირებდეს, მით უმეტეს ლარის დოლართან გაუფასურების ფონზე.

magti 5g