გურჯაანში მამა-შვილს მანქანა დაეჯახა. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამა-შვილს გზის პირას საზამთროს ჯიხური ჰქონდა.
გავრცელებული ცნობითვე, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საპირისპირო მხარეს გადავიდა და მამა-შვილს შეეჯახა.
კლინიკაში გადაყვანილი მამაკაცის მდგომარეობა კლიტიკულია.
როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.