საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ა(ა) იპ ინკლუზიური ცეკვის განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით ინკლუზიური ცეკვის მდგრადი განვითარებისთვის ამჟამად ინერგება ინკლუზიური საცეკვაო სკოლა „ანისი“.
პროექტის ,,ინკლუზიური საცეკვაო სკოლის „ანისი„ დანერგვის პროგრამა“ მიზანს წარმოადგენს: შშმ და გსმ ბავშვების ცეკვის სწავლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა; ამ მიმართულებით, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულებით სტუდენტების გადამზადება, ცეკვის სპეც- პედაგოგების კადრების შექმნა, ინკლუზიური ცეკვის ადვოკატირების კამპანიის განხორციელება და ბენეფიციართა სოციალური ინტეგრაცია. ინკლუზიურ საცეკვაო სკოლის ,,ანისი“ სასწავლო პროგრამა სამწლიანია. პროგრამის მიზანია: შეზღუდული და შეუზღუდავი შესაძლებლობის მქონე ბავშვების ინდივიდუალური საცეკვაო უნარების აღმოჩენა, განვითარება და ინტეგრაცია. ამასთან ერთად, ქორეოგრაფიული ხელოვნების შესახებ ელემენტარული ცოდნის მიწოდება და დამატებითი საგანმანათლებლო ─ სააღმზრდელო აქტივობებში ჩართვა. სასწავლო პროგრამა განკუთვლია 10 ─ 15 წლამდე შშმ და გსმ ბავშვებისთვის. ჯგუფში, მოსწავლეთა რაოდენობა არ აღემატება ათს. აღსანიშნავია, რომ სკოლაში სწავლება განხორციელდება ინკლუზიური ცეკვის ჰიბრიდული (აპრობირებული) გაკვეთილის მოდელით. (ავტორი: ანა ღვინიაშვილი). გაკვეთილის მოდელს აქვს, ერთდროულად თერაპიული და ასევე სოციალური დატვირთვა.
პროექტის „ინკლუზიური საცეკვაო სკოლის პროგრამის დანერგვა„ განხორციელების შედეგად, ორი თვის განმავლობაში ბენეფიციარებისთვი/მოსწავლეებისთვის სწავლება იქნება უფასო. (პროექტი ითვალისწინებს როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ სწავლებას) გაიხსნება ორი ინტეგრირებული ჯგუფი ქ. თბილისის ორ ლოკაციაზე; მოხდება ინკლუზიური ცეკვის სწავლების მიმართულებით თეატრალური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული მიმართულების სტუდენტების გადამზადება. ჩატარდება ინკლუზიური ცეკვის ადვოკატირების კამპანია.
სამომავლოდ დაგეგმილია, ინკლუზიური საცეკვაო სკოლის პროგრამის დანერგვა და განხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე ჩვენი ბენეფიციარების/მოსწავლეების აქტიური ჩართულობა საერთაშორისო სახელოვნებო პროგრამებსა და პროექტებში.
ინკლუზიურ საცეკვაო სკოლის ,,ანისი“ სასწავლო პროგრამის ავტორი და ხელმძღვანელია ქორეოგრაფიული ხელოვნების მაგისტრი, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, პედაგოგ ─ ქორეოგრაფი ანა ღვინიაშვილი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
593 15 00 08 – ანა ღვინიაშვილი პროგრამის ხელმძღვანელი
599 94 66 05 – ირინა ცერცვაძე საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
