ბორჯომის ტყეში მეხანძრეები ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოებს დღეს განაახლებენ. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ.
უწყების ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ყველა კერა ჯერ ლიკვიდირებული არ არის. სალიკვიდაციო სამუშაოებში 70–ზე მეტი მეხანძრე იქნება ჩართული.
ხანძარი ბორჯომში ორი დღის წინ, 2 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაჩნდა.