LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიჟვაძის ხუმრობა სააკაშვილზე: ქეიფობდნენ გოდერძიზე, მოუვიდათ ცოტა მეტი ქეიფი და ითხოვეს მოგვიანებით ჩაგბარდებითო

86
თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა, თორნიკე რიჟვაძემ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე საუბრისას თქვა, რომ ხვალ მისი „კლოუნადა“ დასრულდება.

„სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება და ხვალ, 2 ოქტომბერს „ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ქართული სახელმწიფოს, ქართველი ამომრჩევლის და მათ შორის მათი ამომრჩევლის აბუჩად აგდებისთვის“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კითხვაზე – იმყოფებოდა თუ არა გუშინ სააკაშვილი ბათუმში – რიჟვაძემ უპასუხა:

„უფრო მეტიც, ქეიფობდნენ კურორტ გოდერძიზე, მოუვიდათ ცოტა მეტი ქეიფი და დღეს ითხოვეს, გვაცალეთ იქნებ ცოტა მოგვიანებით ჩაგბარდეთო.

ეს ხუმრობით, მაგრამ ამ საკითხის ასეთი ეიფორია გადაივლის და ხალხი საკადრის პასუხს გასცემს ქართულ სახელმწიფოს, ქართველი მომრჩევლის და მათ შორის მათი ამომრჩევლის ასე აბუჩად აგდებას.

ხვალ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ამ კლოუნადის და მოდელირებული ქრონიკის შემქმნელების პოლიტიკური ასპარეზი. დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურებში ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ“, – განაცხადა რიჟვაძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ უკვე საქართველოშია, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს

სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g